სერხიო რამოსი, ბუფონი, კანავარო, ტოტი, ბარეზი და სხვები ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ...
Aa
Aa

სერხიო რამოსი, ბუფონი, კანავარო, ტოტი, ბარეზი და სხვები ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ...

დავიდე ასტორის მოულოდნელი გარდაცვალებით, სრულიად იტალიური საფეხბურთო სამყარო შოკირებულია და ტრაგედიას გლოვობს.

ასტორიმ საფეხბურთო სკოლა "მილანში" გამოიარა, სადაც ფრანკო ბარეზის ხელმძღვანელობითაც ვარჯიშობდა. მას "მილანში", "კალიარიში", "რომაში" და ზოგადად, იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა, რომლებიც მის გარდაცვალებას ეხმაურებიან.

რაჯა ნაინგოლანი (რომა): - "ბრწყინვალე მოთამაშე, თუმცა უფრო მეტად დიდებული პიროვნება. რამდენი ბრძოლა გადაგვიტანია ერთად "კალიარიში" ყოფნისას, მერე კი ერთმანეთს "რომაშიც" შევხვდით. ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ მის ოჯახთან და ახლობლებთანაა... მშვიდად განისვენე".

ფრანკო ბარეზი (მილანი):"ენით აღუწერელი ტრაგედიაა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. მე ვხედავდი როგორ იზრდებოდი და განვლილი გზით ამაყობდი. მისი ოჯახის ტკივილს ვიზიარებ. მშვიდად განისვენე დავიდე".

მონჩი (რომას დირექტორი): - "მე ვიცი ეს ტკივილი, რადგან "სევილიაში" მუშაობისას, ანტონიო პუერტას გარდაცვალებით, სამწუხაროდ, იგივეს განცდა მომიწია. ვუთანარძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, "ფიორენტინასა" და სრულიად იტალიურ საფეხბურთო სამყაროს".

ჰაქან ჩალჰანოღლუ (მილანი): - "შოკირებული ვარ ამ საშინელი ამბით. მის ოჯახთან, მეგობრებთან და რა თქმა უნდა, "ფიორენტინას" ფეხბურთელებთან და შტაბთან ვარ". 

ფაბიო კანავარო: - "მშვიდად განისვენე დავიდე".

ფრანჩესკო ტოტი: - "შოკირებული და შეძრწუნებული ვარ ამ ტრაგედიით. ვუთანაგრძნობ ასტორის მეგობრებსა და ოჯახს".

ბორხა ვალერო (ინტერი): - "არ შემიძლია ეს დავიჯერო, არ მინდა ეს დავიჯერო... ეს არარეალურია... მშვიდად განისვენე დავიდე".

სტეფან ელ შაარავი (რომა): - "სხვა ყველაფერი მეორე პლანზეა. სიტყვები არ არსებობს"...

იგნასიო აბატე (მილანი): - "გასაოცარი ადამიანი, არაორდინალური ბიჭი... სიტყვების გარეშე ვარ და ცრემლებს ვერ ვიკავებ. მშვიდად განისვენე დავიდე".

ედინ ჯეკო (რომა): ,,ძალიან ცუდი ამბავი. ვუთანაგრძნობ მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.''

ჯანლუიჯი ბუფონი: -"მშვიდობით ძვირფასო ასტო! ადამიანებზე საჯაროდ თითქმის არ ვსაუბრობ. შენს შემთხვევაში, გამონაკლისს დავუშვებ, რადგან გყავს ახალგაზრდა მეუღლე და ოჯახის წევრები. შენი პატარა გოგონა იმსახურებს იცოდეს, რომ მას არაჩვეულებრივი მამა ჰყავდა, რომელიც ბრწყინვალე ადამიანური თვისებებით იყო დაჯილდოებული.

შენ ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი იყავი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. 

მშვიდად განისვენე. შენი შეშლილი ჯიჯი".

ალეშანდრე პატო (ტიანძნ ქუანძინი): - "რა ტრაგედია! მშვიდად განისვენე ასტორი".

კევინ-პრინს ბოატენგი (აინტრახტი): - "შოკირებული ვარ! მშვიდად განისვენე".

მაურო იკარდი (ინტერი): - "მშვიდად განისვენე დავიდე. ჩემი სამძიმარი ოჯახს".

სერხიო რამოსი (რეალი): - "ამ სამწუხარო ამბით, რასაც დავიდე ასტორის გარდაცვალება ჰქვია, შოკირებული ვარ. ჩემი თანადგომა მის ოჯახს. მშვიდად განისვენე კაპიტანო".

ნური შაჰინი (დორტმუნდი): - "საშინელი ამბავი გაღვიძებისას! მშვიდად განისვენე დავიდე ასტორი! ჩემი ფიქრები ახლა მის ოჯახთან და მეგობრებთანაა. უღრმესი თანაგრძნობა "ფიორენტინას".

ვინჩენცო მონტელა (სევილია): - "ესაა ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ. დავიდეს მოულოდნელი გარდაცვალება არის ჭრილობა, რომელიც კანსა და გულს გტკენს. მისი მორალური სისუფთავე და ღიმილი ახლა ყველა იმ ადამიანთანაა, ვისაც მისი პირადად ცნობის პრივილეგია ჰქონდა. მშვიდობით კაპიტანო".

საფეხბურთო კლუბი "მილანი": - "ჩვენთან გაიზარდა ბიჭი, რომელსაც უყვარდა ფეხბურთი და ცხოვრება. კლუბი შოკირებულია დავიდეს ტრაგიკული გარდაცვალებით. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და "ფიორენტინას".

საფეხბურთო კლუბი "ინტერი": - "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დავიდე ასტორის მოულოდნელი გარდაცვალების გამო"

საფეხბურთო კლუბი "ტორინო": - "ვუსამძიმრებთ დავიდე ასტორის ყველა ახლობელს. სპორტმა დაკარგა დიდი პროფესიონალი, ლოიალური და კარგი ხასიათის ბიჭი. "ტორინო" მისი მეუღლისა და პატარა ვიტორიას გვერდითაა".

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა": ბარსელონა მწუხარებას გამოთქვამს თქვენი კაპიტნის, დავიდე ასტორის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. "ფიორენტინას", დავიდეს მეგობრებისა და ოჯახის გვერდით ვართ. მშვიდად განისვენე."

UEFA: - "ჩვენი გულწრფელი სამძიმარი "ფიორენტინას" კაპიტან დავიდე ასტორის ოჯახსა და მეგობრებს".

FIFA: - "ჩვენი თანაგრძნობა დავიდე ასტორის ოჯახსა და მეგობრებს". 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები