როისი ტრავმირებულია
Aa
Aa

როისი ტრავმირებულია

დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი სამწუხაროდ ვერ დაეხმარება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს უახლოეს თამაშებში.

სხვადასხვა უცხოური წყაროების ინფორმაციით, მარკომ ვარჯიშზე ფეხის თითის ტრავმა მიიღო და ამის გამო გამოტოვებს ხვალინდელ შეხვედრას პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. აქამდე როისმა სერიოზული ტრავმების გამო ეროვნული გუნდის მაისურით დაახლოებით ერთი წელიწადი გამოტოვა. მისი ბოლო თამაში 2014 წლის 7 სექტემბრით თარიღდება, როდესაც გერმანია შოტლანდიას დაუპირისპირდა.

ახალი სეზონი მარკომ ჩინებულად დაიწყო. „ბუნდესლიგის“ სამ ტურში მის ანგარიშზე ორი გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები