Aa
Aa

"ინტერის" კაპიტანს ცოლი თანაგუნდელთან ღალატობს?!..

იტალიურ მედიაში ახალი სკანდალის შესახებ აქტიურად იწერება. იქაური გამოცემების ცნობით, არსებობდა WhatsApp-ის აუდიო ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მაურო იკარდი მეუღლე ვანდა ნარასა და იკარდის თანაგუნდელ მარსელო ბროზოვიჩს, რომანტიული სახის საუბარი და მიმოწერა ჰქონდათ.

"ინტერის" კაპიტანმა ამის შესახებ აუდიო მესიჯითა და რამდენიმე სახუმარო თუ თბილი რეპლიკით შეიტყო, რამაც, რა თქმა უნდა, მასსა და ბროზოვიჩს შორის სიტუაცია დაძაბა.

ბროზოვიჩის მხარეს მისივე თანამემამულე ივან პერიშიჩი იჭერს. აქამდე იწერებოდა, რომ სოციალურ ქსელებში ამ სამმა ფეხბურთელმა ერთმანეთის ანგარიშების გამოწერა გააუქმეს, თუმცა ამის მიზეზი არავინ იცოდა, სიმართლე კი ახლახანს გაირკვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბროზოვიჩს მეუღლე და შვილი ჰყავს, თუმცა როგორც ჩანს, დიდი ერთგულებით არც 25 წლის ხორვატი გამოირჩევა.

მიუხედავად ყველაფრისა, იკარდი და ნარა სექს-სკანდალის თავიდან აცილებას ცდილობენ და რამდენიმე გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, რისთვისაც ადვოკატი უკვე დაიქირავეს.

თავად ქალბატონმა ნარამ, სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი პოსტიც გამოაქვეყნა.

"ბევრი ცრუ ამბავი და ტყუილი ვრცელდება. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, არაფერს ვპასუხობ, თუმცა ახლა ამას გავაკეთებ, რადგან ძალიან მძიმე ბრალდებებია. 

მე ვარ 5 შვილის დედა და მათთან ერთად ვცხოვრობ. ამის შემდეგ ვარ მეუღლე, მაუროს მეუღლე. ამდენი ტყუილის შემდეგ, უნდა დავიცვა ჩემი ოჯახი და საკუთარი თავი. ადვოკატი ცნობებს უკვე აგროვებს.

თქვენ უნდა იცოდეთ, რა შედეგები მოჰყვება ჩემი ოჯახისა და ჩემს შესახებ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს. 

მე ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ - ვმუშაობ და ვზრუნავ ჩემს შვილებზე. ასე რომ, თქვენზე იფიქრეთ და ჩემს ცხოვრებაზე სისულელეების წერას თავი დაანებეთ". - ვკითხულობთ 31 წლის ნარას პოსტში, თუმცა მისი "უმანკო კრავობა" რთული დასაჯერებელია...

რთულია, რადგან ვანდა ნარა 2008-13 წლებში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის - მაქსი ლოპესის ცოლი იყო და მასთან 3 საერთო შვილი ჰყავდა, წყვილი კი იმის გამო დაშორდა, რომ ნარამ სასიყვარულო მიმოწერა იკარდისთან გააბა, რომელიც მიმოწერიდან ურთიერთობაში გადაიზარდა... ნარამ იკარდი, მაქსი ლოპესის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი შეხვედრისას გაიცნო. მაშინ ლოპესი და იკარდი "სამპდორიაში" თანაგუნდელები იყვნენ.

ნარამ, ლოპესთან დაშორების შემდეგ, იკარდიზე მალევე იქორწინა და 2015 და 2016 წლებში ბავშვებიც ეყოლათ.

25 წლის არგენტინელი ფორვარდი, მრავალშვილიანი ოჯახის მთავარი კაცია, თუმცა პირადად მისი მხოლოდ 2 ბავშვია, ხოლო დანარჩენი 3 ვისიცაა, უკვე ვთქვით...

ჰო, ვანდა ნარა ამავდროულად იკარდის აგენტია, მაუროს კი უახლოეს პერიოდში დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელება ელის. ეჰ, რა დროს ბროზოვიჩი იყო...

ისე, რაღა მაინცდამაინც იგივენაირად გამოდის, როგორც იკარდი მაქსი ლოპესს მოექცა?!..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები