დანი ალვეში და ფრედი ერთად კლუბის შეძენას აპირებენ
Aa
Aa

დანი ალვეში და ფრედი ერთად კლუბის შეძენას აპირებენ

ბრაზილიური პრესის ცნობით, დანი ალვეში და „კრუზეიროს“ ფორვარდი ფრედი, პორტუგალიის მე-2 ლიგის კლუბის შეძენას აპირებენ.

მათი წარმომადგენლები ამჟამად პორტუგალიაში იმყოფებიან და მოლაპარაკებებს ორი კლუბის „ფამალიკაოსა“ და „ლეიშოეშის“ შეძენის თაობაზე მართავენ.

თუკი ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, ალვეში და ფრედი, ერთ-ერთი კლუბს სრულად გამოისყიდიან და მის განვითარებაზე თავად იზრუნებენ.

„ფამალიკაოს“ ბაზა პორტუგალიის ჩრდილოეთში, ქალაქ ბრაგას მახლობლად მდებარეობს, ხოლო „ლეიშოეში“ ქალაქ პორტუს ერთ-ერთ რეგიონში ბინადრობს. ორივე ეს კლუბი ამჟამად პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონის ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინ კლუბის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რონალდომ გამოთქვა, რომლის თქმითაც ინგლისის ან ესპანეთის დაბალი ლიგის გუნდის ყიდვაზე ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები