მეუღლის ორიგინალური სიურპრიზი სერენა უილიამსს
Aa
Aa

მეუღლის ორიგინალური სიურპრიზი სერენა უილიამსს

ჩოგბურთის ამერიკელ ვარსკვლავ სერენა უილიამსს მეუღლემ სიურპრიზი გაუკეთა.

კალიფორნიაში პალმ სპრინქსის მახლობლად, გზატკეცილზე 4 ბილბორდი გამოჩნდა, რომლებზეც სერენა და მისი შვილი ოლიმპია არიან გამოსახული.

ბილბორდებზე არსებული წარწერები გვამცნობს, რომ უილიამსი ყველა დროის საუკეთესო დედაა.

სერენას მეუღლემ, კომპანია რედიტის ტანადამფუძნებელმა - ალექსის ოჰანიანმა, ბილბორდები იმ გზაზე გააკრა, რომელიც ჩოგბურთელმა უახლოეს პერიოდში დასაწყებ ინდიან უელსის მასტერსის სერიის ტურნირზე გამგზავრებისას უნდა გაიაროს.

სერენა უილიამსი, რომელსაც სარეკორდო 23 დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული, საყვარელ სპორტს თებერვალში დაუბრუნდა, როცა ფედერაციის თასზე წყვილთა თანრიგში ამერიკის ნაკრების სახელით იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები