პირველად 9 წლის შემდეგ - გატუზოს
Aa
Aa

პირველად 9 წლის შემდეგ - გატუზოს "მილანის" ახალი რეკორდი!..

ჯენარო გატუზომ "მილანი" შესანიშნავად აათამაშა და სერია A-სა და "ევროპა ლიგაზე" დადებით შედეგებთან ერთად, იტალიის თასის ფინალშიც გაიყვანა.

ლომბარდიელები 23 დეკემბრის შემდეგ, უკვე 13 ოფიციალური მატჩია არ აგებენ, რითაც "როსონერის" ახალგაზრდა თავკაცმა, კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა.

ამ სერიაში სერია A-ს 8, იტალიის თასის 3 და "ევროპა ლიგის" 2 შეხვედრა შედის. ჯამში ამ 13 მატჩიდან, მილანელებმა 8 მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს.

"მილანმა", ზედიზედ ამდენი შეხვედრა, 2009 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად არ წააგო. 

2009 წელს "როსონერის" ბრაზილიელი ლეონარდო ავარჯიშებდა, რომელმაც "შავ-წითლები" 2009 წლის ზაფხულში, კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ ჩაიბარა, თავად კი პოსტი მომავალი წლის ზაფხულში დატოვა და თანამდებობა მასიმილიანო ალეგრის გადააბარა.

გატუზოს გუნდს წინ რთული კალენდარი აქვს - 4 მარტს "ინტერთან" დერბია, 8-ში "არსენალთან" "ევროპა ლიგის" შეხვედრა, 11-ში "ჯენოასთან" გასვლითი დაპირისპირება, ხოლო 15-ში იმავე "არსენალთან" საპასუხო მატჩი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები