დე ხეასთვის ესპანეთის ნაკრების კარი დაიხურა
Aa
Aa

დე ხეასთვის ესპანეთის ნაკრების კარი დაიხურა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალმა“ დავიდ დე ხეას ტრანსფერის გაფორმება დააგვიანა, რის გამოც მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩა. კლუბისადმი უპატივცემულობის გამო, დიდი ალბათობით მინიმუმ ზამთრამდე, ესპანელ მეკარეს „წითელი ეშმაკების“ თამაშის ყურება სათადარიგო სკამიდან მოუწევს. ამ ფაქტმა კი, დე ხეას სანაკრებო კარიერაზე შეიძლება დიდი გავლება მოახდინოს.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოკსემ განაცხადა, რომ იმედი აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერის, თუმცა არ აპირებს ფეხბურთელი გუნდში გამოიძახოს, თუ მას სათამაშო პრაქტიკა არ ექნება.

„ჩემი სურვილია, რომ დე ხეამ ყოველთვის ითამაშოს და ფორმაში იყოს. ასეთ შემთხვევაში ის ეროვმული ნაკრებისთვის უდიდესი ძალა იქნება. თუმცა, თუ მას სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, ესპანეთის ეროვნული გუნდიდან მოწვევის მიღება ძალიან გაუჭირდება“ - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები