ფედერერი 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
Aa
Aa

ფედერერი 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

გუშინ საღამოს მონაკოში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გასული წლის საუკეთესო სპორტსმენად როჯერ ფედერერი დასახელდა, რომელმაც დიდი სლემის ორი ტიტულის - ავსტრალიის ღია პირველობისა და უიმბლდონის მოგება 35 წლის ასაკში შეძლო. არადა ამ გამარჯვებებამდე, ფედერერი დიდი სლემის ტიტულის მოგებას 5 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა.

გარდა ფედერერისა, წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში კრიშტიანუ რონალდუ, ლუის ჰემილტონი, რაფაელ ნადალი, მძლეოსანი მოჰამედ ფარაჰი და ველომრბოლელი კრის ფრუმი იყვნენ წარდგენილი.

წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად სერენა უილიამსი დასახელდა. ამერიკელმა ვარსკვლავმა ავსტრალიის ღია პირველობა მაშინ მოიგო, როცა იგი რამდენიმე კვირის ფეხმძიმე გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები