პიკეს კომპანია
Aa
Aa

პიკეს კომპანია "დევისის თასს" ფორმატს შეუცვლის

ცნობილია, რომ ხერარდ პიკე ჩოგბურთის დიდი გულშემატკივარია და მატჩებსაც ხშირად ესწრება.

მისი კომპანია kosmos-ი ამიერიდან „დევისის თასის“ გენერალური სპონსორია და სიახლესთან ერთად, ტურნირისთვის ფორმატის შეცვლაც იგეგმება.

როგორც ირკვევა, 2019 წლიდან „დევისის თასზე“ 18 ქვეყნის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, რომელთაგანაც 8 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებს.

ტურნირს სახელწოდებაც შეეცვლება და „ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატი“ დაერქმევა.

ხერარდ პიკეს ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შექმნის იდეა 2015 წლიდან ჰქონდა და მას შემდეგ იგი ITF-ს წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო, საბოლოოდ კი საქმე წარმატებულ დასასრულამდე მივიდა.

აღნიშნულ სიახლე რაფაელ ნადალმა, ენდი მარეიმ და ხუან კარლოს ფერერომ უკვე მოიწონეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები