ნეიმარის მამამ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

ნეიმარის მამამ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

ნეიმარის ტრავმა მსოფლიოს სპორტული პრესის უმთავრესი თემაა.

თავად ფეხბურთელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გუშინ საღამოს მისი მამის უფროსი ნეიმარის მცირე კომენტარი გავრცელდა, რომელმაც სააგენტო ESPN-ს განუცხადა, რომ მისი შვილი 6-დან 8 კვირამდე ვერ ითამაშებს. ამასთანავე დაამატა, რომ ოპერაციის გაკეთება ოპტიმალური ვარიანტია.

„პარი სენ ჟერმენის“ თავკაცი უნაი ემერი კი აცხადებს, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის „რეალთან“ თამაშის მცირე შანსი არსებობს.

გუშინ საღამოს მადრიდულმა AS-მა, ნეიმარის ახლობლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი ოპერაციის გაკეთებას გეგმავს, რათა მსოფლიო ჩემპიონატისათვის სრულ მზადყოფნაში იყო. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, სამხრეთ ამერიკელი სუპერვარსკვლავი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „რეალის“ მატჩი მომავალ სამშაბათს უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები