Aa
Aa

"მესი სანამ მის ადამიანობას არ დაამტკიცებს, FIFA-სგან თამაშის ნებართვა არ უნდა ჰქონდეს"

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ნელ-ნელა, ყველა მუნდიალზე ფიქრსა და საუბარს იწყებს.

ირანის ეროვნული ნაკრების პორტუგალიელი თავკაცი კარლუშ კეირუში მესის ფაქტორსა და თავის ჯგუფზე საუბრობს, სადაც მისი ნაკრები არგენტინასთან, პორტუგალიასთან და მაროკოსთან ერთად იასპარეზებს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია და ის ამ სამყაროდან არ არის! ის, რომ მართლა ადამიანთა სამყაროდან იყოს, მაშინ ასეთ ჯადოსნურ მომენტს ვერ შექმნიდა, როგორიც 2014 წლის მუნდიალზე იყო.

როგორც წესი, მე მარცხს ადვილად ვერ ვეგუები, მაგრამ როცა ასეთი დიდებული რამ ხდება, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ფეხბურთი ცოცხალია. სწორედ ამიტომ, სპორტის ეს სახეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. კიდევ უფრო გასაოცარი კი ის არის, რომ ასეთი მომენტი შექმნა ფეხბურთელმა, რომელიც სანამ მის ადამიანობას არ დაამტკიცებს, იქამდე FIFA-სგან თამაშის ნებართვა არ უნდა ჰქონდეს.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინა-ირანის მატჩში, „ალბისელესტეს“ მთელი შეხვედრა არაფერი გამოსდიოდა და წაგებასაც კი გადაურჩა. 91-ე წუთზე, მესიმ ბურთი მიიღო და არგენტინელთა წვალებას წერტილი დაუსვა.

კეირუშმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში პორტუგალიასთან დაპირსპირებაზეც ისაუბრა: „ეს განსაკუთრებული იქნება. ყოველთვის განსაკუთრებულია როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელებს უპირისპირდები. რონალდუ ხომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა, როცა მოედანზე გადიხარ, იმ წუთიდან ყველანაირი შეხედულება მეორე პლანზე გადადის და ნამდვილი ბრძოლა იწყება, რომლის მოგებას დაიმსახურებს ის, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთესად იქნება მომზადებული.“

„ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთ ჯგუფში გამოსვლა განსაკუთრებული იქნება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ადვილი მეტოქე არც მაროკო იქნება. მსოფლიო 2018-ზე ეს ყველაზე მიმზიდველი ჯგუფია“.

შეგახსენებთ, რომ 64 წლის კარლუშ კეირუში პორტუგალიის ნაკრებს 2008-2010 წლებში წვრთნიდა. მისი სახელი კი საფეხბურთო სამყარომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტობის დროს გაიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები