GDS: იკარდი დერბიში პირველივე წუთებიდან ითამაშებს!
Aa
Aa

GDS: იკარდი დერბიში პირველივე წუთებიდან ითამაშებს!

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაურო იკარდი მომავალ უქმეებზე გასამართი მილანური დერბისათვის სრულ მზადყოფნაშია.

არგენტინელმა თავდამსხმელმა, ტრავმის გამო, რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, ხოლო გასული კვირიდან მოყოლებული გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მოედანზე გასვლა "ბენევენტოსთანაც" შეეძლო, თუმცა ლუჩიანო სპალეტიმ თავი დაიზღვია და მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

მომჯობინდა ჟოაო მირანდაც, რომელიც ასევე დაშავებული გახლდათ და ისიც "მადონინასთვის" სავარაუდო შემადგენლობაში მოაზრება.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" და "ინტერი" კვირას, 4 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე "სან სიროზე ითამაშებენ. ნომინალური მასპინძელი "როსონერი" იქნება, რაც მას გულშემატკივრების უპირატესობას აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები