დელ პოტრო:
Aa
Aa

დელ პოტრო: "მესის ღამე მშვიდად დასაძინებლად, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება"

არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მას მომავალი მუნდიალის მოგება სჭირდება.

დელ პოტრომ მცირე ინტერვიუ მადრიდულ გამოცემა Marca-ს მისცა.

მესის განუმეორებელი კარიერა აქვს, რომელსაც ვერცერთი სხვა ფეხბურთელის მოღვაწეობა ვერ შეედრება.

ის მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა ვიცი, რომ მას ღამე მშვიდად დაძინებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება. ასე ვიყავი, სანამ ნაკრებთან ერთად „დევისის თასი“ არ მოვიგე.

იმედი მაქვს, რომ იგი ამის გაკეთებას წელს რუსეთში მოახერხებს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიცი რასაც განიცდის და ასევე ვფიქრობ, რომ ის ამ ტიტულს იმსახურებს“.

არგენტინის ნაკრები მომავალი მუნდიალის ქვეჯგუფში ხორვატიის, ისლანდიისა და ნიგერიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები