ოფიციალურად: კარასკო და გაიტანი ჩინეთში წავიდნენ!
Aa
Aa

ოფიციალურად: კარასკო და გაიტანი ჩინეთში წავიდნენ!

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევები - იანიკ ფერეირა კარასკო და ნიკოლას გაიტანი, ჩინური „დალიან იიფანის“ ფეხბურთელები გახდნენ.

მხარეებმა გარიგების გაოფიციალურების შესახებ გუშინ ღამით გამოაცხადეს. „როხიბლანკო“ ბელგიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო გაიტანის ტრანსფერი 18 მილიონ ევროდ დაიხურა.

თუკი 30 წლის გაიტანის კარიერაში ნელ-ნელა დასკვნითი პერიოდი დგებოდა, კარასკო მხოლოდ 24 წლისაა და მისი ჩინეთში გადასვლა, საკმაოდ მოულოდნელი იყო, თანაც მის მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები იჩენდნენ.

„დალიან იიფანი“, ჩინეთის მასშტაბით, არცთუ ტრადიციული კლუბია. იგი უმაღლეს დივიზიონში პირველად 2012 წელს აღზევდა და ამ დრომდე არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია.

„იიფანის“ მთავარი მწვრთნელი, 2005-06 წლებში მადრიდის „რეალის“ თავკაცი ხუან რამონ ლოპეს კარო გახლავთ, რომელიც „ბლანკოსის“ ძირითადი გუნდის ჩაბარებამდე, რამდენიმე წელი მის B გუნდშიც მუშაობდა.

„დალიან იიფანის“ რიგებში რამდენიმე დღის წინ „საუთჰემპტონის“ კაპიტანი და პორტუგალიის ნაკრების წევრი ჟოზე ფონტეც გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები