რა სჭირს ნეიმარს კონკრეტულად? -
Aa
Aa

რა სჭირს ნეიმარს კონკრეტულად? - "პსჟ"-ს ოფიციალური დასკვნა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავ ნეიმარს გუშინ დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრაზილიელს კოჭი აქვს დაზიანებული და ამასთანავე, ტერფის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ძვალი (იგივე მეტატარსალი) აქვს გაბზარული.

პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი, რეაბილიტაციის პერიოდს ვერ ასახელებს, თუმცა პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ნეიმარის „რეალის“ წინააღმდეგ თამაში საბოლოოდ გამოირიცხა.

სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა ტრავმა „მარსელთან“ კვირას გამართული მატჩის მიწურულს მიიღო, როცა უკვე ანგარიში 3:0 გახლდათ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები