შვაინშტაიგერი: „მანჩესტერი“ ლამაზი ქალაქია
Aa
Aa

შვაინშტაიგერი: „მანჩესტერი“ ლამაზი ქალაქია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ მანჩესტერი საკმაოდ ლამაზი ქალაქია და მოსწონს აქაურობა.

„რათქმაუნდა, აქ ბევრი რამ ახალია ჩემთვის. თუმცა, მომწონს ეს სიტუაცია. დიახ, მომწონს მანჩესტერში. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ქალაქში არ არსებობს ლამაზი ადგილები, მაგრამ რეალობა სხვანაერია. მანჩესტერი არც ისე ცუდია, როგორც ბევრი ფიქრობს. ეს ლამაზი ქალაქია. რაც შეეხება კლუბს, თქვენ ისედაც ყველაფერი იცით: „მანჩესტერ იუნაიტედი“ გრანდია. სამწუხაროდ, ბოლო მატჩებში დავკარგეთ ქულები, ასე რომ არ მომხდარიყო სატურნირო ცხრილში უფრო ზევით ვიქნებოდით“ - განაცხადა შვაიშტაიგერმა.

შვაინშტაიგერი „ოლდ ტრაფორდზე“ ამ ზაფხულს, „მიუნხენის "ბაიერნიდან“ გადაბარგდა და „პრემიერლიგაში“ უკვე 3 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები