Aa
Aa

"მილანი" აღარ ხუმრობს - გატუზოს გუნდს შთამბეჭდავი სერია აქვს

სერია A-ს 26-ე ტურში რომში დიდი მატჩი იყო - "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომამ" "მილანს" უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა.

ჯენარო გატუზოს გუნდი ქომაგების გაოცებას განაგრძობს. "როსონერიმ" ამ გამარჯვების შემდეგ, თავისი შთამბეჭდავი სერია კიდევ უფრო სოლიდური გახადა.

"მილანს" უკვე ზედიზედ 12 წაუგებელი შეხვედრა აქვს - 8 სერია A-ში, 2 "ევროპა ლიგაზე" და 2 იტალიის თასზე.

"სან სიროს" ბინადრებს, ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 5 შეხვედრაა გოლი არ გაუშვიათ.

როგორც ჩანს, "მილანი" მებრძოლ სულს იბრუნებს, რომელიც გატუზოს დროინდელ "როსონერის" ჰქონდა და ამის მთავარი შემოქმედი სწორედ ჯენაროა.

სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი და "მილანი" 44 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 7 ქულაა. მომდევნო ტურში კი "სან სიროზე" მილანური დერბი გაიმართება.

თუ, გატუზოს გუნდი იკარდის გარეშე დარჩენილ "ინტერს" დაამარცხებს, მე-4 ადგილზე მყოფ "ნერაძურისთან" სხვაობას 4 ქულამდე შეამცირებს და მათ ფსიქოლოგიურად დიდ დარტყმას მიაყენებს.

"მილანი" ტონუსშია, ფორმის პიკთან ახლოსაა და შეიძლება ითქვას, რომ "დერბი დელა მადონინაც" იდეალურ დროს დაემთხვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები