ემერი:
Aa
Aa

ემერი: "ტრავმა არც ისე სერიოზული გამოდგა"

"მარსელთან" მატჩის (3-0) მიწურულს ნეიმარმა კოჭი გადაიბრუნდა და მოედანი საკაცით თვალცრემლიანმა დატოვა.

ამ კადრების შემხედვარე ყველა ფიქრობდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე დიდი ხნით ვერ გავიდოდა, თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად აღმოჩნდა.

პარიზელთა თავკაცმა უნაი ემერიმ, დღეს L'Equipe-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრაზილიელმა შესაძლოა "რეალთან" ითამაშოს.

"სავარაუდოდ ნეიმარი "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. მისი ტრავმა არც ისე სერიზული გამოდგა. საბოლოო დასკვნისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ".

საბოლოო დასკვნა უახლოეს ორ დღეში გამოქვეყნდება და ცნობილი გახდება, თუ რამდენ ხანს მოუწევს ნეიმარს უქმობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები