დე ხეა ზამთრის სატრანსფერო პერიოდამდე ისევ „მანჩესტერის“ ფეხბურთელი იქნება
Aa
Aa

დე ხეა ზამთრის სატრანსფერო პერიოდამდე ისევ „მანჩესტერის“ ფეხბურთელი იქნება

როგორც ესპანური გამოცემა „Marca“ იტყობინება, დავიდ დე ხას ტრანსფერი ბოლო წუთზე ჩაიშალა. ამის მიზეზი კი დაგვიანება გახდა. შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, თუმცა მხარეებმა ბოლო მომენტში კონტრაქტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს, რის გამოც ხელშეკრულების გაფორმება დაგვიანდა.

ამრიგად, კეილორ ნავასი, რომელიც შეთანხმების თანახმად, დე ხეას სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უნდა გადასულიყო, სავარაუდოდ კვლავ „რეალში“ დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები