მილანი დიდ გულზეა:
Aa
Aa

მილანი დიდ გულზეა: "არსენალის გამო ვწუხვართ"

ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგად ფეხბურთის ქომაგებმა სუპერ წყვილი მიიღეს - "მილანი" "არსენალის" წინააღმდეგ.

ეს დაპირისპირება ნაადრევ ფინალად მოინათლა. "როსონერის" სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელიც სწორედ ასე ფიქრობს.

"არსენალის გამო ვწუხვართ. ამ ტურნირზე მათ გაცილებით შორს შეეძლოთ წავსლა. სერიოზულად გეტყვით, რომ ჩვენს შორის კარგი ფინალი გამოვიდოდა, თუმცა რას ვიზამთ. კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან "მილანი" ამ მომენტისთვის კარგ ფორმაშია და მზადაა, რომ ისეთ ძლიერ მეტოქეს გაუსწორდეს როგორიც არსენალია".

შეგახსენებთ, რომ "მილანსა" და "არსენალს" შორის პირველი მატჩი 8 მარტს "სან სიროზე" შედგება, ხოლო 15 მარტს გუნდები ერთმანეთს "ემირეითს სთეიდიუმზე" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები