Aa
Aa

არის პირველი გამარჯვება! საქართველომ ავსტრია დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის  საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 შეხვედრა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. 

ილიას ზუროსის გუნდმა დიდი დანაკლისის მიუხედავად, ავსტრიელები სტუმრად 78:64 დაამარცხეს.

ქართველებმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარეს და 9 ქულის სხვაობით 40:31 მოიგეს.

ბერძენმა სპეციალისტმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: დიქსონი, ბოქოლიშვილი, ცქიტიშვილი, დვალიშვილი და ცინცაძე.

პირველ ნახევარში ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული იყო გიორგი ცინცაძე, რომელმაც შესვენებამდე სამწუხაროდ მუხლის ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში გუნდს ვეღარ დაეხმარა.

დიდი შესვენების შემდეგ, ავსტრიელებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს და ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს.

საქართველოს ნაკრებს ცინცაძის არყოფნა ძალიან ეტყობოდა.

საბოლოოდ, ზუროსის გუნდმა მეოთხე მეოთხედში თამაში დაალაგა და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

უდაოდ საუკეთესო იყო მაიკლ დიქსონი, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა 4 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო გოგა ბითაძე, რომლის მონაგარი 12 ქულა 8 მოხსნა და 3 ბლოკი იყო.

ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩი კი 25 თებერვალს გერმანიასთან იქნება, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება და მისი მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები