Aa
Aa

"გუნდში ბოსი მე ვარ" - პოგბა შესაძლოა "იუვენტუსში" დაბრუნდეს

პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის, რომ ურთიერთობა დაძაბულია ეს უკვე ძველი ამბავია.

როგორც ჩანს არცერთი მათგანი უკან დახევას არ აპირებს და საბოლოოდ ყველაფერი პოგბას გუნდიდან წასვლისკენ მიდის.

ჟოზე მოურინიო ფეხბურთელის შენარჩუნებას არ გეგმავს. მეტიც, პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოგბას შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: "გუნდში ბოსი მე ვარ".

L'Equipe-ს ინფორმაციით, პოლ პოგბა შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ნახევარმცველმა წასვლა გადაწყვიტა და მის გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება.

მაგრამ აქ არის ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომელიც ანაზღაურებას ეხება. პოგბა "წითელ ეშმაკებში" წლიურად 12 მილიონ ევროს იღებს და იგივე სურს ტურინშიც.

"იუვენტუსს" ყველაზე მაღალანაზღაურებადი 2 მოთამაშე ჰყავს - გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა. ორივე მათგანი 7,5 მილიონ ევროს იღებს.

თუ, "ბებერმა ქალბატონმა" პოგბა დაიბრუნა, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში სახელფასო სისტემის შეცვლა მოუწევთ, რაც სერიოზულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები