ვალვერდე ტაქტიკას ცვლის - როგორი იქნება
Aa
Aa

ვალვერდე ტაქტიკას ცვლის - როგორი იქნება "ბარსა" სეზონის დასკვნით ნაწილში?

ერნესტო ვალვერდე ტაქტიკაში ცვლილებებს გეგმავს და ამას უახლოესი მატჩიდან დაიწყებს.

საქმე იმაშია, რომ "ჩელსისთან" შეხვედრაში კატალონიელებმა საკმაოდ ცოტა საგოლე მომენტი შექმენს და ზოგადად ბოლო თამაშებია "ბარსას" ცოტა გააქვს.

გუნდს სათადარიგოთა სკამზე ლა ლიგაში არჩევანი კოუტინიოს სახით ჰყავს, თუმცა ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ თამაშობს და ეს გუნდისთვის პრობლემაა.

ვალვერდემ გადაწყვიტა, რომ დემბელესთვის მეტი დროის მიცემა აღარ შეიძლება და მან ადაპტაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიაროს.

20 წლის ფრანგმა გარემარბმა ტრავმა უკვე რამდენიმე კვირაა სრულად მოიშუშა და ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ბოლო მატჩებში ვალვერდემ დემბელეს დასვენების საშუალება მისცა და ის ზედმეტად არ დაუტვირთავს. "ჩელსისთან" შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა ბასკ სპეციალისტს ჰკითხეს, თუ რატომ არ გამოიყენა დემბელე, რაზეც მწვრთნელის პასუხი იყო, რომ მას ექსპერიმენტების დრო არ აქვს.

ამჯერად, ვალვერდეს დრო საკმარისად აქვს და "არისტოკრატებთან" განმეორებით მატჩამდე ის დემბელეს ფორმაში შეყავანას და თავის ტაქტიკურ სქემაში ჩასმას გეგმავს.

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსა" ამჟამად 4-4-2 სქემით ასპარეზობს და აქცენტს ნახევარდაცვაზე აკეთებს. ამ ტაქტიკამ იდელაურად იმუშავა და ეს "რეალთან" კლასიკოშიც გამოჩნდა, მაგრამ ამ სქემას პრობლემები "ჩელსისნაირ" პრაგმატ გუნდთან შეექმნა.

ლონდონელები 5 მცველითა და 2 ჩამშლელით თამაშობდნენ, პლიუს ამას 3 სწრაფი შემტევი, რომლებიც საკუთარ ნახევარზე პრესინგის თამაშს არ ერიდებოდნენ. ასეთ ვითარებაში, "ბარსას" ფლანგებიდან აქტიური შეტევები და მეტოქის დაცვის გაშლა-გაწელვა სჭირდებოდა, რაც ვერ მოხერხდა.

როდესაც მესი ცენტრში ბუსკეცსა და ლუის სუარესს შორის დგება, მოწინააღმდეგე გუნდი თავის მთელ თავდაცვით არსენალს ცენტრისკენ მიმართავს და ამ დროს ფლანგებიდან აქტიური თამაშია საჭირო. თუ, ალბა და ინიესტა დაკისრებულ მოვალეობას თავს ასე თუ ისე კარგად ართმევენ, ამას ვერ ვიტყვით მარჯვენა ფრთაზე, სადაც მხოლოდ სერხი რობერტო მოქმედებს. მას, შესაბამის დონეზე ვერც ალეიშ ვიდალი და პაულინიო (ან რაკიტიჩი) ეხმარება.

ვალვერდეს მიზანია, რომ "ჩელსისთან" კამპ ნოუზე გუნდმა 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშოს. დიდი ალბათობით სკამზე დარჩება პაულინიო, რომელიც აშკარად გადაღლილია და ეს ბუნებრივიც არის, რადგან როცა ბრაზილიელი "ბარსაში" გადმობარგდა, იმ მომენტისთვის ჩინეთის ჩემპიონატი უკვე დაწყებული იყო და ფეხბურთელიც ტონუსში გახლდათ, ამ ფაქტმა კი ლა ლიგაში მისი კარგი სტარტი განაპირობა.

პაულინიო უკვე გადაიღალა, რადგან მას დასვენება ფაქტიურად არ უწევს და უკვე თანაგუნდელებზე ორჯერ მეტი აქვს ნათამაშები. იმისთვის, რომ ბრაზილიელი შუახაზელი სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ნაყოფიერი იყოს, საჭიროა მისი დასვენება. ამიტომ, უახლოეს შეხვედრებში მას ძირითადში აღარ უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ვალვერდეს ახალ ტაქტიკას, უკანა ხაზი რა თქმა უნდა უცვლელი დარჩება და რობერტო-პიკე-უმტიტი-ალბას კვარტეტით დაკომპლექტდება. ნახევარდაცვაში ბუსკეცი-რაკიტიჩის წყვილი საყრდენ ზონაში იმოქმედებს. მათ წინ, ინიესტა-მესი-დემბელეს ტრიო განლაგდება და ცენტრფორვარდად ლუის სუარესი ითამაშებს.

კვლავ განუსაზღვრელად დიდი იქნება ანდრეს ინიესტას როლი, რომელიც რა თქმა უნდა, სუფთა გარებარბად არ ითამაშებს, ის უბრალოდ მარცხენა ფლანგზე დადგება და შეეცდება ხორდი ალბა მწვავე გადაცემებით მოამარაგოს. ინიესტა ამავდროულად მოედნის ცენტრში მესის გვერდითაც იმოქმედებს და მეტოქე გუნდს უბურთოდ დატოვებს. მარჯვენა ფლანგზე დემბელემ თავისი სისწრაფე და ტექნიკა უნდა გამოიყენოს, რაც მეტოქე გუნდის დაცვას გაშლის და სივრცეებს გამოაჩენს, რომლითაც თანაგუნდელები აუცილებლად ისარგებლებენ.

დემბელეს კარგი თამაში ავტომატურად დადებითად იმოქმედებს სერხი რობერტოზე, რომელიც შეტევებში გაცილებით კომფორტულად იგრძნობს თავს.

"ჩელსისთან" მატჩში "ბარსას" სივრცეები ფაქტიურად არ ჰქონდა, რადგან მასპინძლები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და უდიდეს ყურადღებას უთმოდბნენ მესის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ 90%-ით გაანეიტრალეს.

"ბლაუგრანა" ფლანგების გამოყენებას ვერ ახერხებდა, რადგან მარჯვენა ფრთაზე სუფთა გარემარბი არ ჰყავდა, ხოლო მარცხნიდან ალბას ძალიან მცირე სივრცე ჰქონდა და საჭირო იყო ინდივიდუალისტი, რომელიც დრიბლინგის საშუალებით მეტ სივრცეს შექმნიდა.

იქედან გამომდინარე, რომ "სტემფორდ ბრიჯი" ზომებით საკმაოდ პატარაა, ვალვერდე ალბას პლიუსებს ვეღარ იყენებდა. ესპანელ მცველს უბრალოდ სივრცე არ ჰყოფნიდა. "კამპ ნოუზე" კი სრულიად საპირისპირო ვითარება იქნება.

"ბარსას" მესის გარდა, ფლანგზე მოთამაშე დრიბლინგის ოსტატი კიდევ 2 მოთამაშე ჰყავს - კოუტინიო და დემბელე. ბრაზილიელზე ვიცით რა სიტუაციაც არის, ხოლო დემბელე ფორმაში არ იყო. ვიდალის ცვლილებაზე შეყვანამ ბევრი ვერაფერი შეცვალა. კატალონიელებს გაუმართლათ, რადგან მათი პრესინგის შედეგად "ჩელსის" გამოუცდელმა  უკანახაზელმა კრისტენსენმა ბურთი არასწორად მოიგერია და შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ.

ვალვერდე ჭკვიანი მწვრთნელი და ტაქტიკოსია. ის ხვდება, რომ მის გუნდს გაუმართლა და შესაძლოა ეს მეტჯერ აღარ მოხდეს. აქედან გამომდინარე, ბასკი სპეციალისტი გეგმბა B-ზე მუშაობს და ამ ყველაფერს ლა ლიგის უახლოეს მატჩში "ჟირონას" წინააღმდეგ გამოცდის.

ესპანური პრესა დემბელეს ძირითადში გამოჩენას ვარაუდობს. "ბარსა" "ჟირონას" შემდეგ "ლას პალმასს" ხვდება და ეს ორი შედარებით მარტივი მატჩი ვალვერდემ დემბელეს ტონუსში შესაყვანად უნდა გამოიყენოს.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები