საბა კვერკველია:
Aa
Aa

საბა კვერკველია: "ჩემთვის, გრიზმანთან დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება"

მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა ფეხბურთელმა საბა კვერკველიამ championat.com-თან მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"კენჭისყრისთვის არ მიყურებია, თუმცა ვიცი, რომ "ატლეტიკოს" შევხვდით. ეს კარგია, რადგან ახლა ვნახავთ, თუ რა დონეზე ვართ რეალურად.

ჩემი სურვილი თავიდანვე იყო, რომ "ატლეტიკო", "მილანი" ან "არსენალი" შეგვხვედროდა. "ნიცასთან" მატჩებისთვის სერიოზულად ვემზადებოდით, ისინი სერიოზული მეტოქეები იყვნენ.

ჩემთვის, გრიზმანთან დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება. მინდა, რომ ქომაგებს მადლობა გადავუხადო, რადგან 15 გრადუსიან ყინვაში მათ არ დაიზარეს და ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ".

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივსა" და "ატლეტიკოს" შორის პირველი მატჩი 8 მარტს მადრიდში შედგება, სიმეონეს გუნდი კი 15 მარტს მოსკოვს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები