დირკ ნოვიცკი: განზრახ არასდროს წავაგებ!
Aa
Aa

დირკ ნოვიცკი: განზრახ არასდროს წავაგებ!

ჯულიუს ერვინგთან ინტერვიუში მარკ კუბანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან „დალასის“ კალათბურთელებს განზრახ წაგებისკენ მოუწოდა, რათა დრაფტზე გუნდს უფრო მეტი შანსი ჰქონოდა სასურველი არჩევნის მისაღებად.

NBA-ს მესვეურებმა კომენტარიდან ერთი დღის შემდეგ „დალასის“ მფლობელი 600000 დოლარით დააჯარიმეს.

კუბანის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა დირკ ნოვიცკიმ: მე არასდროს დავუჭერ მხარს ძალით წაგებას, ეს უბრალოდ ჩემს ხასიათში არ ზის. ლიგის ვეტერანების აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფერს დებს თითოეულ შეხვედრაში და დამერწმუნეთ წასაგებად მოედანზე არავინ გამოდის. ფიზიკურადაა შეუძლებელი ამ ლიგაში ყოფნა და დამარცხებისთვის თამაში. კალათბურთელმა მოედანზე გასვლის შემდეგ ყველაფერი უნდა გააკეთოს გამარჯვებისთვის, სხვანაირად შესაძლოა შენი საბაზრო ღირებულება დაეცეს, ან სულაც ტრამვა მიიღო. აუცილებელია, რომ პარკეტზე გასვლისას მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლო. მინდა, რომ რჩევა მივცე ახალგაზრდა თაობას თუ წარმატების მიღწევა გსურთ თითოეულ მატჩში მაქსიმუმი უნდა გაიღოთ.

ლეგენდარულ გერმანელს მიემხრო „დალასის“ მწვრთნელი რიკ კარლაილი: მიუხედავად ჩვენი შედეგისა, გუნდი თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოდა, სწორედ ასე ხდება გუნდის განვითარება და შედეგის მიღწევა და არ ვაპირებთ რაიმე შევცვალოთ.

 

„დალასი“ 18 მოგებითა და 40 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები