Aa
Aa

"ევროპა ლიგის" 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია!

რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, "ევროპა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა.

ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა:

ლაციო (იტალია) - დინამო კიევი (უკრაინა)

ლაიფციგი (გერმანია) - ზენიტი (რუსეთი)

ატლეტიკო (ესპანეთი) - ლოკომოტივი (რუსეთი)

ცსკა (რუსეთი) - ლიონი (საფრანგეთი)

მარსელი (საფრანგეთი) - ბილბაო (ესპანეთი)

სპორტინგი (პორტუგალია) - პლზენი (ჩეხეთი)

დორტმუნდი (გერმანია) - ზალცბურგი (ავსტრია)

მილანი (იტალია) - არსენალი (ინგლისი)

წყვილში პირველი დასახელებული გუნდები, პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ითამაშებენ.

1/8 ფინალური სტადიის პირველი მატჩები 8 მარტს გაიმართება, ხოლო განმეორებით დაპირისპირებები - 15 მარტს.

"ევროპა ლიგის" 2017-18 წლების ფინალი, "ლიონის" არენა - "პარკ ოლიმპიკ ლიონზე", 16 მაისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები