Aa
Aa

სტეფ კარის საოცარი თამაში და ზაზას გუნდის მორიგი გამარჯვება

დღევანდელი ტურის დასკვნით მატჩში ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და კომფორტული 7 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

წლევანდელ სეზონში პირველად ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, ზაზამ პარკეტზე 7 წუთი გაატარა და 6 ქულასთან ერთად 1 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ფაჩულიამ 4-დან 4 საჯარიმო და ერთი ქულიანი მოათავსა კალათში.

მეომრების“ რიგებში საოცარი მატჩი ჩაატარა სტეფ კარიმ, „გოლდენ სტეიტის“ უკანახაზელმა 44 ქულა და 10 გადაცემა მოაგროვა და ორმაგ დუბლთან ერთად 8 სამქულიანი ჩაიწერა აქტივში.

„კლიპერსის“ მხრიდან დეანდრე ჯორდანი გამოირჩა ორმაგი დუბლით - 16 ქულა, 14 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან კი ტრადიციულად კარგად ჩაერთო ლუ ვილიამსი, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა.

„გოლდენ სტეიტი“ 45 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები