საქართველოს ნაკრები დღეს ავსტრიასთან ითამაშებს
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები დღეს ავსტრიასთან ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას ჩაატარებს და სტუმრად ავსტრიას დაუპირისპირდება.

ილიას ზუროსის გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემებითაა - გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია „ევროლიგაზე“ თამაშობენ და ნაკრების ამ შეკრებაზე ჩასვლა აკრძალული აქვთ, ხოლო დუდა სანაძეს, ბექა ბურჯანაძესა და მანუჩარ მარკოიშვილს ტრავმები აქვთ.

2 ჩატარებული მატჩის შემდეგ, საქართველოსა და ავსტრიას ამდენივე წაგება აქვთ და დღევანდელი შეხვედრა სატურნირო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირი რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები