Aa
Aa

კვერკველიას "ლოკომოტივმა" ბალოტელის "ნიცა" დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა!

ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ განმეორებით შეხვედრაში მოსკოვის "ლოკომოტივმა" ფრანგულ "ნიცას" 1-0 სძლია და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საფრანგეთში მოსკოველებმა 3-2 გაიმარჯვეს და დღევანდელი შეხვედრის უდაო ფავორიტებად ითვლებოდნენ. ამ ყველაფერს 15 გრადუსიანი ყინვაც დაემატა და მარიო ბალოტელის გუნდი უშანსოდ დარჩა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი როგორც წინა შეხვედრაში, ასევე დღესაც მარიო ბალოტელის პერსონალურად მეურვეობდა და მას გასაქანი არც დღეს მისცა.

მეორე ნახევარში, იტალიელ ფორვარდს მწვრთნელმა პოზიცია შეუცვალა და კვირკველიას მოაშორა.

მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი 30-ე წუთზე იგორ დენისოვი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალების კენჭისყრა ხვალ ნიონში გაიმართება, შეხვედრები კი 5 და 12 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები