Aa
Aa

"Bleacher Report"-ის სახალისო პასუხი მაიკლ ტომპსონის კრიტიკას

„Bleacher Report”-მა რამდენიმე დღის წინ საკმაოდ საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა მეტრულ მაჩვენებლებზე იყო დაფუძნებული (კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი, შეტევაში და დაცვაში ეფექტურობა და ა.შ).

საიტის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით დურანტი რიგით მე-10 კალათბურთელია ლიგაში, თუმცა “Bleacher Report“-მა ისიც დაამატა, რომ ამის მიზეზი ის ვარსკლავური თანაგუნდელები არიან, რომლებიც კევინ დურანტს „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ ჰყავს.

„Bleacher Report“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა კლეი ტომპსონის მამა - მაიკლ ტომპსონი, რომელმაც საკუთარ ტვიტერზე განაცხადა: Bleacher Report“-ის მიხედვით, რომელიც მეტრულ სტატისტიკას ეყრდნობა კევინ დურანტი მეათე კალათბურთელია მსოფლიოში, ჰაჰაჰაჰაჰა, ჰაჰაჰაჰაჰა, ზუსტად ამიტომ არ ვიყენებთ ამერიკაში მეტრულ სტატისტიკას, საინტერესოა ვის მოუვიდა თავში აზრად ასეთი სულელური სტატიის დაწერა. სჯობს ისევ იარდები, ფუტები და ინჩები გამოვიყენოთ, არანაირი მეტრული სისტემა, განსაკუთრებით „Bleacher Report“-ის ამ სულელური სტატიის შემდეგ.

ტომპსონის კრიტიკას იუმორით შეხვდა „Bleacher Report“-ის სოციალური მედიის მმართველი ორუნი ჩო, რომელმაც ასეთი ტექსტით უპასუხა მაიკლს: კევინ, ეს შენ ხარ?! 

შეგახსენებთ, რომ დურანტი ტვიტერზე მაშინ გამოიჭირეს, როდესაც სხვა პროფილით საკუთარი თავის დაცვას ცდილობდა. „გოლდენ სტეიტის“ მსუბუქ ფორვარდს პროფილები აერია და საკუთარი ტვიტერიდან გააკეთა კომენტარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები