„მავერიქსი“ სექსუალურ სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

„მავერიქსი“ სექსუალურ სკანდალში გაეხვა

სექსუალური ზეწოლის ბრალდებებმა უკანასკნელ პერიოდში მთელი ამერიკის სპორტული სამყარო მოიცვა, გამონაკლისი არც NBA აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ  “Sports Illustrated”-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც „დალას მავერიქსის“ ორ მაღალჩინოსანს, ტამედა ასერის და ერლ სნიდს პირდაპირ დასდო ბრალი სექსუალურ ზეწოლაში. ასერი 18 წლის მანძილზე „დალასის“ პრეზიდენტი იყო, ხოლო სნიდი სტატიებს MAVS.COM-ისთვის წერდა.

“Sports Illustrated”-მა ერთთვიანი გამოძიების ფარგლებში ის ქალები გამოკითხა, რომლებიც „მავერიქსში“ მუშაობდნენ, ჟურნალთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ „დალასში“ ყოფნის პერიოდში რეგულარულად ხდებოდა მათი სექსუალური შევიწროება, როგორც ასერის ასევე სნიდის მხრიდან.

ბუნებრივია „დალასის“ პრეზიდენტის ასეთ ქცევას სხვა მამაკაცებმაც მიბაძეს და როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი იუწყება სიტუაცია არც ასერის წასვლის შემდეგ შეცვლილა.(ასერი 2015 წელს წავიდა).

ჟურნალისტებმა საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს, მიუხედავად მრავალი საჩივრისა, რომელიც ასერის არასათანადო მოპყრობას ეხებოდა რეალური გამოძიება არცერთხელ არ დაწყებულა.ერთ-ერთ ქალბატონს გაჩუმებისკენაც მოუწოდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ.

საინტერესოა, რომ ასერი „დალასიდან“ სამუშაოდ „UNDER ARMOUR“-ში წავიდა, სადაც მხოლოდ 2 თვე გაძლო, ერთ-ერთმა ქალბატონმა მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდო და კომპანიამ „დალასისგან“ განსხვავებით ასერი სამსახურიდან მაშინვე გაუშვა.

რაც შეეხება ერლ სნიდს, იგი არასათანადო მოპყრობაში რამდენჯერმე იყო შემჩნეული, მეგობარი გოგონას ცემის გამო სნიდი პოლიციაშიც იმყოფებოდა, სადაც მისი ბრალეულობა ოფიციალურად დამტკიცდა, მიუხედავად ამისა ‘დალასს“ მისთვის არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია და ნება მისცა მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა.

ერთ-ერთი ქალბატონი იხსენებს, რომ გაცილებით ადვილი და სასიამოვნო მოთამაშეებთან ურთიერთობა იყო, რადგან მათ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეოდნენ ადამიანებს და განსაკუთრებით ქალებს, რაც შეეხება უფროსობას, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი თანამდებობა სხვადასხვა სექსუალური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ.

გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა „დალასის“ მფლობელი მარკ კუბანი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „მავერიქსი“ აუცილებლად ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოპოვებულ ინფორმაციას პოლიციას გადასცემს, რათა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მათი სათანადო დასჯა.

„Sports Illustrated“-ის სტატიაზე კომენტარი გააკეთა ტეხასელთა ლეგენდამ - დირკ ნოვიცკიმ, 39 წლის გერმანელმა განაცხადა: ძალიან გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვარ, ვერც კი წარმომედგინა რომ ასეთი რამ ჩვენს კლუბში შეიძლებოდა მომხდარიყო. მეც თქვენსავით გავოგნდი, როდესაც სტატია წავიკითხე, მაგრამ მჯერა, რომ მარკ კუბანი გამოძიებას სწორი გზით წაიყვანს და დამნაშავეებს აუცილებლად დასჯის. სანამ გამოძიება დასრულდება მინდა თანადგომა გამოვუცხადო დაზარალებულებს და ვუთხრა, რომ მათი გამბედაობა ნამდვილად დასაფასებელია.

NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა, რომ „დალასის“ სასჯელი იმ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც მარ კუბანი ფლობდა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ „დალასის“ მფლობელი რამდენიმე დღის წინ ლიგისგან 600000 დოლარით დაჯარიმდა ჯულიუს ერვინგთან გაკეთებული კომენტარის გამო, სადაც მან აღიარა, რომ გუნდის მოთამაშეებს განზრახ წაგებისკენ მოუწოდებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები