„იუვენტუსს“ ერნანეშის დამატება სურს
Aa
Aa

„იუვენტუსს“ ერნანეშის დამატება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მზად არის, რომ სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს მაქსიმალურად შეავსოს ნახევარდაცვის ცენტრი, სადაც იტალიის ჩემპიონებს აშკარა პრობლემები აქვთ. მარიო ლემინას შემდეგ, გუნდს შესაძლოა „ინტერის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, ერნანეში შეუერთდეს.

როგორც „Gazzetta dello Sport" იტყობინება, „იუვენტუსი“ აქსელ ვიტსელისთვის ბრძოლას საბოლოოდ ჩამოშორდა და მთლიანად მილანის „ინტერის“ გამთამაშებელზე არის გადართული. ტურინელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ „ნერიაძურის“ 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები