ო'სალივანის რთული გამარჯვება და 1/4 ფინალები მსოფლიო
Aa
Aa

ო'სალივანის რთული გამარჯვება და 1/4 ფინალები მსოფლიო "გრან პრიზე"

ინგლისის ქალაქ პრესტონში მიმდინარე სნუკერის მსოფლიო გრან პრი ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის.

გუშინ გათამაშების პირველი ოთხი 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართა და მეტწილად ფავორიტებმა იმარჯვეს.

რონი ო’სალივანმა რთული ბრძოლა გადაიტანა და 18 წლის ჩინელ იან ბინგტაოს 7 ფრეიმის შემდეგ 4:3 აჯობა.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა მარკ სელბიმ თანამემამულე ჯიმი რობერტსონი ასევე 7 ფრეიმის შემდეგ დაამარცხა და ტურნირის 1/4 ფინალში, ერთ-ერთ ფავორიტ ნილ რობერტსონზე გავიდა.

თავის მხრივ რობერტსონმა, იოლი თამაში ჩაატარა და მასპინძელ დევიდ გილბერტს 4:1 მოუგო.

სელბისა და რობერტსონის ძალიან საინტერესო დაპირისპირება დღეს 17 საათიდან დაიწყება, ხოლო ო’სალივანის მეტოქე 23 საათიდან კიდევ ერთი ჩინელი სიაო გოუდონი იქნება, რომელსაც ლეგენდარული მოთამაშე ურთიერთშეხვედრებში 3:1-ზე ამარცხებს.

ცხელი ამბები