Aa
Aa

"ლაციომ" დე ვრაის შემცვლელის ძებნა დაიწყო

რომის „ლაციოს“ ხელმძღვანელობამ, შტეფან დე ვრაის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო.

როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, ტანმაღალი ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, იტალიის დედაქალაქს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მის შესაძლო შემცვლელებად თურქული „გალათასარაის“ უკანახაზელი კორაი გიუნტერი და „პორტუს“ მცველი დიეგო რეიესი სახელდებიან.

23 წლის გიუნტერის მიმართ ინტერესს „ატალანტა“ და „ფიორენტინაც“ იჩენენ, ხოლო თავად ფეხბურთელს „გალასთან“ არსებული კონტრაქტი 30 ივნისს უსრულდება.

რაც შეეხება მექსიკელ დიეგო რეიესს, იგი ბოლო წლებში იჯარის წესით „სოსიედადისა“ და „ესპანიოლის“ ღირსებას იცავდა და საკმაოდ იმედისმომცემ სტოპერად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები