პოპოვიჩს კავაის წლევანდელ სეზონში დაბრუნების არ სჯერა
Aa
Aa

პოპოვიჩს კავაის წლევანდელ სეზონში დაბრუნების არ სჯერა

„სან ანტონიო სპურსის“ ვარსკლავი - კავაი ლეონარდი, როგორც ჩანს წლევანდელ სეზონში საკალათბურთო აქტივობას ვეღარ დაუბრუნდება. ჟურნალისტებთან საუბრისას „სპურსის“ მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ იგი „გაოცებული“ იქნება თუ ამ სეზონში კავაი მოედანზე დაბრუნებას მოახერხებს.

საინტერესოა, რომ გრეგმა ოფიციალურად არ გამორიცხა კავაის დაბრუნება და აღნიშნა: „გამიკვირდება თუ იგი წლევანდელ სეზონში ითამაშებს, ჩვენ რამდენიმე მატჩი დაგვრჩა პლეიოფამდე და კავაი მზად ნამდვილად არაა, რაიმე სასწაულის შედეგად თუ გამომჯობინდება, იგი გუნდს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება, რაც საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშე დაგვაყენებს, ვინაიდან არავინ იცის თუ რამდენად უსაფრთხოა სეზონის ამ პერიოდში ფორმიდან ამოვავარდნილი კალათბურთელის მოედანზე შეშვება. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდება თუ იგი წლევანდელ სეზონში ჩვენს რიგებში თამაშს მოახერხებს“,

პლეიოფში, „გოლდენ სტეიტთან“ მიღებული ტრამვის შემდეგ კავაი 13 დეკემბერს „დალასთან“ დაბრუნდა და გუნდთან ერთად 9 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა „ატლანტასთან“ მატჩის წინ განაცხადა, რომ მუხლში ტკივილი ისევ აწუხებდა და „სპურსმა“ იგი საკალათბურთო აქტივობებს უვადოთ ჩამოაცილა. აღსანიშნავია, რომ "სპურსის" მედიკოსებმა კავაის ნება დართეს საკალათბურთო აქტივობები განეახლებინა, თუმცა "სან ანტონიოს" ვარსკლავმა თამაშზე უარი განაცხადა.

„ოლ სტარის“ უიქენდამდე „სან ანტონიომ“ ბოლო6 შეხვედრიდან 5 წააგო და ზედიზედ 3 მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა ყველა ვარსკლავის მატჩს. როგორც ჩანს პოპოვიჩი აქტიურად ცდილობს საკუთარი გუნდი კავაის გარაშე თამაშს შეაჩვიოს: "ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, ამ მომენტში გუნდმა უნდა გაიაზროს ვინ ვართ, კავაის გარაშე თამაში ნამდვილად რთულია მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი, რაც შეიძლება კარგად დავასრულოთ".

ლეონარდის გარაშე "სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება,თუმცა "სან ანტონიოსა" და მერვეადგილოსან "პელიკანსს" შორის სხვაობა მხოლოდ 4 მოგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები