ვინ არის საუკეთესო მოთამაშე? რიო ფერდინანდს რონალდუ არც უხსენებია
Aa
Aa

ვინ არის საუკეთესო მოთამაშე? რიო ფერდინანდს რონალდუ არც უხსენებია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მცველმა რიო ფერდინანდმა ესპანურ Mundo Deportivo-სთან მესის შესახე ისაუბრა და საკმაოდ თამამი განცხადებაც გააკეთა.

"ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე? მესი არამარტო დღეს არის საუკეთესო, არამედ მთელს საფეხბურთო ისტორიაში. მე იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელიც მის შეჩერებას რამდენიმეჯერ ცდილობდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო".

შეგახსენებთ, რომ ფერდინანდი "იუნაიტედთან" ერთად მესისა და "ბარსას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 და 2011 წლებში ორჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება ფერდინანდის განცხადებას, იმის გათვალისწინებით, რომ წლების მანძილზე ის და რონალდუ თანაგუნდელები იყვნენ, აქედან გამომდინარე მისი კომენტარი საკმაოდ მოულოდნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები