რამდენი ზუსტი პასი გააკეთა ბუსკეტსმა
Aa
Aa

რამდენი ზუსტი პასი გააკეთა ბუსკეტსმა "ჩელსისთან"? - "ბარსას" საყრდენის ახალი რეკორდი

ლონდონის "ჩელსისა" და "ბარსელონას" გუშინდელ შეხვედრაში, სტუმართა ნახევარმცველმა - სერხიო ბუსკეტსმა, ახალი რეკორდი დაამყარა.

კატალონიელებს ბურთის ფლობის 68%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ, რაშიც ბუსკეტსმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.

ტანმაღალი საყრდენის მიერ გაკეთებული პასების 92% ზუსტი გამოდგა. მან ჯამში 139 გადაცემა შეასრულა, რომელთაგანაც 128 "ბარსას" მოთამაშეებს მიუვიდათ.

ერთ შეხვედრაში, ზუსტი პასების ასეთი მაჩვენებელი, მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს შორის, სარეკორდოა.

ბუსკეტსმა, ამ 139 პასიდან, 90 მეტოქის ნახევარზე გააკეთა, ხოლო 49 - საკუთარი გუნდისა. 

იგი ბურთს ჯამში 152-ჯერ შეეხო და მათგან 10-ჯერ მეტოქისთვის ბურთის ართმევა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ბუსკეტსს ჩაწოდება (იგულისხმება გრძელი ჩაწოდებაც) არ შეუსრულებია, მან თანაგუნდელებს 1 საგოლე შანსი მაინც შეუქმნა.

დავამატოთ ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ერთ შეხვედრაში ზუსტად შესრულებული პასების პროცენტული მაჩვენებლით საუკეთესო პაულინიოა, რომელმაც "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრისას 114-დან 111 პასი თანაგუნდელებს მიაწოდა - 97%.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები