Tuttosport:
Aa
Aa

Tuttosport: "იუვე" და "მილანი" ფლორენცისთვის იბრძოლებენ

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, „იუვენტუსი“ და „მილანი“ ზაფხულში ალესანდრო ფლორენცის შესაძენად იბრძოლებენ.

როგორც იწერება, აღნიშნული კლუბები ფლორენცის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

რომაელთა ვიცე-კაპიტანს „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და კლუბი ცდილობს, რომ ფლორენცი მოლაპარაკებებში ჩაითრიოს და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს.

ალესანდრო ფლორენცი, ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსის მსგავსად რომშია დაბადებული და ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი საფეხბურთო ცოდნა „რომას“ სკოლასა და სხვადასხვა ასაკის გუნდებში აქვს მიღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები