Aa
Aa

"მილანი" შესაძლოა სერია A-ს მომდევნო გათამაშებიდან მოკვეთონ

"მილანს" მომდევნო სეზონში სერია A-ს მიღმა დარჩენა ემუქრება.

La Repubblica-ს ინფორმაციით, "როსონერის" ფინანსური პრობლემები აქვს და მათ ლიცენზიის გახანგრძლივება სჭირდებათ, რომელიც 80 მილიონი ევრო ღირს.

თუ, "მილანი" ამ თანხას ვერ შეიტანს, სერია A-ს მომდევნო გათამაშებიდან მოიკვეთებიან.

როგორც იტალიური პრესა წერს, "როსონერის" ჩინელი მფლობელი ლი იიონჰონი ფინანსურ პრობლემებს განიცდის, თუმცა ის ქომაგებს ამშვიდებს და ამბობს, რომ რეალურად არც არაფერი ხდება და პრობლემა არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" საერთო დავალიანება 300 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები