ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "შეცდომით ვისარგებლეთ და ის გამოვიყენეთ"

"ჩელსისთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, "ბარსას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ შედეგით კმაყოფილია.

"შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგად ვერ ვმოქმედებდით. მეტოქე თავს დიდი ძალებით იცავდა და მათ საჯარიმოში ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო.

მიუხედავად ბურთის კონტროლისა და დომინირებისა, ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. კარგია, რომ "ჩელსის" შეცდომით ვისარგებლეთ და ის გამოვიყენეთ.

"სტემფორდ ბრიჯზე" გატანა ადვილი არასდროსაა. ეს მოვახერხეთ და დაფიქსირებული შედეგი ჩვენს სასარგებლოდაა.

განმეორებით შეხვედრაში სიახლეს არ ველოდები და ვთლი, რომ ორივე გუნდი საკუთარი სტილის ერთგული დარჩება.

"ჩელსის" კარგი შემადგენლობა ჰყავს და მათ ჩვენთვის ზიანის მოყენება შეუძლიათ. ჩვენ კი ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს.

პაულინიო? ის ძირითადში იმის გამო იყო, რასაც წლევანდელ სეზონში აკეთებს - იგი საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდება ხოლმე და გოლები გააქვს. დიახ, მჭიდრო თამაშისა და ზონების გადაკეტვის დროს ბრაზილიელი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და პრობლემები ექმნება, მაგრამ ჩვენ მისი საგოლე ალღო გვჭირდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები