კონტე:
Aa
Aa

კონტე: "ასე ხდება, როდესაც "ბარსას" ეთამაშები"

"ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ შემდეგ, ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე შეხვედრის შესახებ ისაუბრა და თავისი გუნდი შეაქო.

"თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა. ასე ხდება, როდესაც "ბარსას" ეთამაშები. მესი, ინიესტა და სუარესი ასეთ შეცდომებს არ გპატიობენ.

"ბარსელონა" წყვილში ფავორიტია და ჩვენ ეს ვიცით. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გოლი არ გაგვიტანია, აზარმა, პედრომ და ვილიანმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს.

კრისტენსენი? ის ძალიან კარგი მცველია და მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის არის და დიდი გამოციდლებაც არ აქვს, ის მაინც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები