აგასი ფედერერის რეკორდს გამოეხმაურა
Aa
Aa

აგასი ფედერერის რეკორდს გამოეხმაურა

მიმდინარე კვირიდან მოყოლებული როჯერ ფედერერი მსოფლიო რეიტინგის ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანია.

მან ATP-ს პირველი ჩოგნის წოდება 36 წლისა და 195 დღის ასაკში მოიპოვა, რითაც ანდრე აგასის რეკორდი გააუმჯობესა.

აღნიშნულ ფაქტს თავად აგასი გამოეხმაურა და ასეთი პოსტი გამოაქვეყნა.

„36 წელი და 195 დღე. ფედერერი ჩოგბურთში მაღალი სტანდარტების დანერგვას აგრძელებს. ვულოცავ მას ამ საოცარ მიღწევას“.

შეგახსენებთ, რომ „მაესტრო როჯერმა“ რეიტინგის პირველი პოზიციის დაბრუნება როტერდამის ტურნირის 1/2 ფინალში გასვლით დაიბრუნა, ხოლო ეს ტურნირი საბოლოო გამარჯვებითაც დაასრულა, რითაც კარიერაში 97-ე ტიტულს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები