მესი
Aa
Aa

მესი "ჩელსისთან" მატჩისთვის უჩვეულოდ ემზადება

ლიონელ მესი ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩისათვის განსაკუთრებულად ემზადება.

მას „არისტოკრატთა“ წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშია, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და ამის გაკეთებას დღეს ეცდება.

„ბარსას“ ხორვატ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის განცხადებით, არგენტინელი თამაშისათვის უჩვეულოდ ემზადება და ფიტნეს დარბაზში იმაზე მეტ დროს ატარებს, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა.

„ჩელსი“ და „ბარსელონა“ დღეს 23:45 საათზე „სტემფორდ ბრიჯზე“ ითამაშებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრას „ნოუ კამპზე“ 14 მარტს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები