კვიტოვამ ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო
Aa
Aa

კვიტოვამ ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო

ჩეხმა ჩოგბურთელმა პეტრა კვიტოვამ სანტქ-პეტერბურგში მოგებული ტიტულის შემდეგ, ზედიზედ მეორე ტურნირი დოჰაში მოიგო.

კვიტოვამ 1/2 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკისთან თითქმის წაგებული შეხვედრა მოატრიალა, ხოლო ფინალში გარბინ მუგურუზას წინააღმდეგაც სერიოზული წინააღმდეგობა დაძლია.

პირველი სეტი მუგურუზამ 6:3 მოიგო, რასაც კვიტოვამ მე-2 პარტიაში ამავე ანგარიშით უპასუხა და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მივიდა.

გარდამტეხი მომენტი მე-5 გეიმში დადგა, როდესაც ჩეხმა სეტის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია - 3:6 6:3 6:4.

პეტრა კვიტოვამ ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო, რამაც მსოფლიო რეიტინგის ტოპ ათეულში დაბრუნების საშუალება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები