„ბარსელონა“ მარტიალით ინტერესდება
Aa
Aa

„ბარსელონა“ მარტიალით ინტერესდება

„მონაკოს“ ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელი, ენტონი მარტიალი კატალონიური გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც „Cadena Ser“ იტყობინება, „ბარსელონა“ სერიოზულად ინტერესდება 19 წლის ფრანგით, რომელიც „ლიგა 1“–ის გასული სეზონის ერთ–ერთი აღმოჩენა გახდა. გარდა ამისა, საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი „ჩემპიონთა ლიგის“ ფლეი–ოფში.

მარტიალმა ახლახანს გაახანგრძლივა კონტრაქტი „მონაკოსთან“, რომელიც 2019 წელს იწურება და მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები