Aa
Aa

ფედერერმა კარიერაში 97-ე ტურნირი მოიგო

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, 2018 წელს წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.

მან როტერდამში გამართული ტურნირი მოიგო, რომლის ფინალშიც "პატარა ფედერერად" შერაცხულ ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა - 6:2 6:2.

ფედერერმა კარიერაში 97-ე ტიტული მოიგო და ღია ერაში (1968 წლის შემდეგ) მოგებული ტურნირებით, მხოლოდ ჯიმის კონორსს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 109 ტრიუმფია.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან 36 წლის შვეიცარიელი, ანდრე აგასის რეკორდს გააუმჯობესებს და მსოფლიო რეიტინგის ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები