მონტოლივო: „მილანი“ სიტუაციას აუცილებლად გამოსწორებს
Aa
Aa

მონტოლივო: „მილანი“ სიტუაციას აუცილებლად გამოსწორებს

„მილანის“ კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ფეხბურთელის განცხადებით, „როსონერი“ ყველაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ფლორენციაში გამართული მატჩის შემდეგ მდგომარეობა გამოვასწოროთ. იტალიაში იოლი მეტოქე არ არსებობს და გამონაკლისი არც „ემპოლი“ იქნება, თუმცა 3 ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. მიჰაილოვიჩის ვარჯიშები ძალიან რთულია და მჯერა, რომ თავდაუზოგავად შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მწვრთნელის არჩევანს ყოველთვის პატივისცემით ვეკიდები, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით გუნდში მნიშვნელოვანი როლი არ მაქვს. ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტუნარიანები. შევეცდები მიჰაილოვიჩს სირთულეები ჩემი კარგი თამაშით შევუქმნა. „იუვენტუსი"? არ ვაპირებ სატრანსფერო ჭორებზე კომენტარის გაკეთებას. ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ „მილანის“ კაპიტანის სამკლაურს ვატარებ“ - განაცხადა რიკარდო მონტოლივომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები