Aa
Aa

"ჰადერსფილდი" "მანჩესტერის" მატჩზე ვიდეო რეფერიმ სკანდალური შეცდომა დაუშვა

გუშინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" FA Cup-ზე "ჰადერსფილდს" სტუმრად 2-0 სძლია.

შეხვედრაში უდაოდ სკანდალური ფაქტი დაფიქსირდა - ვიდეო რეფერიმ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

კერძოდ, პირველი ნახევრის 45-ე წუთზე როცა ანგარიში 0-1 იყო, მარჯვენა ფლანგიდან ეშლი იანგმა საჯარიმოში ხუან მატას უპასა, რომელმაც მცველებს დაასწრო, მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ესპანელი მცველი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და "ჰადერსფილდის" მცველებიც ამას აპელირებდნენ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ვიდეო რეფერის გამოყენება გადაწყვიტა.

ყველაზე საინტერესო სწორედ შემდეგ მოხდა. ხსენებული ტექნოლოგია თამაშგარის ამოსაცნობად მოედანზე ხაზებს ავლებს, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდს ამარტივებს და ნათლად ჩანს იყო, თუ არა მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაში. ვიდეო რეფერის მიერ გავლებული ხაზი კი მე-2 კლასელი ბავშვის ნახატს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბევრისგან ნაქებ ტექნოლოგიას.

ეკრანებზე ნათლად ჩანდა, რომ მატა თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა ვიდეო რეფერის მიერ გავლებული ხაზი "ჰადერსფილდის" მცველებისა და მატას მიღმა იყო გავლებული.

საბოლოოდ მსაჯმა გადაწყვეტილება თავად გამოაცხადა და მატას გოლი გააუქმა.

საინტერესოა, თუ რა გამოხმაურება მოჰყვება ხსენებულ ფაქტს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები