ჰაინკესი:
Aa
Aa

ჰაინკესი: "პარიზელები უკეთესად გამოიყურებოდნენ"..."კრიშტიანოს ხშირად უმართლებს"

მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი დამრიგებელი იუპ ჰაინკესი კვირის ცენტრალურ მატჩს "რეალი" - "პსჟ"-ს დაპირისპირებას შეეხო და თავისი მოსაზრებაც დააფიქსირა.

"ნეიმარს რონალდუ ჯობია? პორტუგალიელი უფრო მაღალი დონის მოთამაშეა? ეს ზედაპირული თემაა და ამაზე სერიოზულად საუბარი არ ღირს. ტელევიზიებში გამარჯვებულებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა მე ყველაფერს ცოტა სხვა თვალით ვუყურებ. "პსჟ"-ს მადრიდში კარგი გეგმა ჰქონდა და მან 80 წუთზე მეტი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში პარიზელები უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ "რეალს" რონალდუ ჰყავს, რომელსაც ასეთ მატჩებში თამაშის განსაკუთრებული უნარი აქვს. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ კრიშტიანოს ხშირად უმართლებს. მას გოლები ხშირად მუხლითა და სხეულის სხვადასხვა ნაწილით გააქვს".

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-სა და "რეალს" შორის განმეორებითი მატჩი 6 მარტს პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები