არის რეკორდი! - როჯერ ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანია!
Aa
Aa

არის რეკორდი! - როჯერ ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანია!

6 წლის შემდეგ, შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე დაბრუნდა.

ფედერერმა ამის გაკეთება როტერდამის ტურნირის 1/2 ფინალში გასვლით მოახერხა. მან რამდენიმე წუთის წინ რობინ ჰაასეს, 4:6 6:1 6:1 მოუგო.

36 წლის "მაესტრომ", ანდრე აგასის რეკორდი დაამხო და იგი ATP-ს რეიტინგის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი გახდა.

როჯერ ფედერერი მსოფლიო რეიტინგს სათავეში პირველად 2004 წლის თებერვალში ჩაუდგა და მწვერვალზე გატარებული დროის რეკორდიც ეკუთვნის - 302 კვირა, რაც მომავალი კვირიდან გაუმჯობესდება.

როტერდამში მიმდინარე გათამაშების 1/2 ფინალში, ფედერერის მეტოქე, ანდრეას სეპისა და დანილ მედვედევის შეხვედრაში გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები